ეკკო რეზორტი დაარსდა როგორც თავშესაფარი მათთვის, ვისაც სურს განერიდოს ქალაქის ხმაურსა და დაძაბულ რიტმს. ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი მთავარი ღირებულებაა და ამის მიღწევას ბუნებასთან მჭიდრო კავშირით შევძლებთ. ეს ახალი ტიპის დასახლებაა, ქალაქთან ახლოს, რომელიც შექმნილია მშვიდობიანი ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანების გასაერთიანებლად. საგურამოს მყუდრო გარემო ზედგამოჭრილია ჩვენი იდეებისთვის, ესაა ჰარმონიული თავშესაფარი, სადაც თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრებისთვის გიწვევთ.

ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა შევმქმნათ მშვიდობიანი საცხოვრებელი გარემო, რომელიც ჯანსაღ და პატივისცემაზე დაფუძნებულ, ახალ საზოგადოებას დაუდებს სათავეს. ეკკოს ვილები ხარისხიან სამშენებლო პროცესს, მატერიალებს და გარემოსთან სინერგიაზე დაფუძნებულ დიზაინს მოიცავს, რაც გადამწყვეტია ჩვენი ხედვების განხორციელებაში.